გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჰიპოთეტურად წარმოვიდგინე რუზველტი ან ბაიდენი სატვირთო ფურით შემოპარული აშშ-ის ტერიტორიაზე არეულობის მოსაწყობად... ამის წარმოდგენაც კი შეურაცხმყოფელია - გოგა ხაინდრავა

26-01-2023

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის ინტერვიუს, რომელიც მან „თავისუფალ სივრცეს“ მისცა, ტვიტერზე ეხმაურება.

ჟურნალისტის კითხვაზე, ის მეთოდი, რომლითაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოვიდა, იყო თუ არა ქვეყნისთვის შეურაცხყოფა, კელი დეგნანმა უპასუხა, რომ ეს ჰიპოთეზური შეკითხვაა და ალბათ, ამ კითხვას ვერ უპასუხებს.


მისი თქმით, ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა. 


„ჰიპოთეტურად წარმოვიდგინე ამერიკის პრეზიდენტი, რუზველტი ან ბაიდენი სატვირთო ფურით შემოპარული აშშ-ის ტერიტორიაზე არეულობის მოსაწყობად მას მერე რაც აშშ-ის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. ამის წარმოდგენაც კი შეურაცხმყოფელია! თქვენთვის არა ქ-ნო აშშ-ს ელჩო?“ - წერს ხაინდრავა ტვიტერზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031