2-02-2023
ისევ ეკონომიკაზე: NDI-ის კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის 20 % არის უმუშევარი. დასაქმებულების ჯამური რაოდენობის დაახლოებით 30%-ს, თვიური შემოსავალი აქვს 500 ლარამდე, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ღირსეულ ანაზღაურებად - ამ განცხადებით პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს ლიდერი, კახა ოქრიაშვილი ენ დი აი-ს კვლევას ეხმიენება.
"ეს ხალხი, ფაქტობრივად, უფასოდ შრომობს. ისინი ვერ ჩაითვლებიან დასაქმებულებად.
ეს მარტივი მათემატიკაა, მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე!
პრობლემა სრულად უნდა გააშიშვლო და დაინახო მთელი სიღრმე, რომ შეძლო მისი უკეთესად მოგვარება!"- აცხადებს ოქრიაშვილი.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |