გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოლომონ პავლიაშვილი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს შეხვდა

7-02-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს  ანნა ჩერნიშოვას შეხვდა.

 

სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა ანნა ჩერნიშოვას გარემოსდაცვითი მიმართულებებით ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და ნარჩენების მართვის სფეროში პრიორიტეტული საკითხებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


საუბარი შეეხო პლასტმასის ნარჩენების პრევენციის და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.


ანნა ჩერნიშოვას განცხადებით, გაეროს განვითარების პროგრამა მზადაა, მხარი სრულად დაუჭიროს საქართველოში ნარჩენების მართვის სექტორის განვითარებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930