გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, ჯემალ ღაღანიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

7-02-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთაველის თეატრში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის ჯემალ ღაღანიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. 
 
მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. 
 
ჯემალ ღაღანიძე 1956 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. მან არაერთი სახასიათო პერსონაჟი შექმნა ქართულ კინოში, მონაწილეობდა ტელესერიალებში. 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის ვარსკვლავი. მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პრემია და ჯილდო, იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. 


მთავრობის მეთაურთან ერთად სამოქალაქო პანაშვიდზე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი იმყოფებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930