გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ComCom-მა უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 120 მოსწავლე გადაამზადა

9-02-2023

კომუნიკაციების კომისია უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეს შეუერთდა, რომლის მიზანიც ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების პოზიტიური და უსაფრთხო გამოყენებაა. ინიციატივის ფარგლებში, კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერმა, ანა გვეტაძემ, სკოლებში სასწავლო შეხვედრები ჩაატარა.


შეხვედრებს საჯარო სკოლის მეორე და მესამე კლასის 120 მოსწავლე დაესწრო. მოზარდებმა კომუნიკაციების კომისიის "Happy Onlife"-ის თამაშის მეშვეობით, ინტერნეტის სწორად გამოყენების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. "Happy Onlife"  ევროკავშირის წარმატებულ პროექტად აღიარებული ონლაინ აპლიკაციაა, რომელიც 9 ენაზეა ხელმისაწვდომი და ციფრულ სივრცეში უსაფრთხო ნავიგაციის სწავლებას ემსახურება. აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც iOS, ისე Android სისტემების მოწყობილობებზე.


შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების განვითარებაზე მეექვსე წელია ზრუნვას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031