გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს, ზაალ გოგსაძეს შეხვდა

10-02-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ხორვატიის რესპუბლიკაში ზაალ გოგსაძეს შეხვდა. 


მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 


საუბარი შეეხო საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და წარმატებულ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. 


ზაალ გოგსაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და უნგრეთში. 


ფლობს ინგლისურ, რუსულ და იტალიურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი  შვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930