გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ადმინისტრაციამ ლატვიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

11-02-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლატვიაში, რიგაში Blttour 2023 ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.


ბალტიისპირეთის ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოფენაზე  საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 11 კომპანია იყო წარდგენილი.


გამოფენის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. სამომავლო თანამშრომლობის  დაგეგმვის მიზნით შეხვედრები გაიმართა ბალტიისპირეთისა და ჩრდილოთ ევროპის ტურისტული, ავიაკომპანიების, ასოციაციების, სამოგზაურო პლატფორმებისა და მედია კომპანიების წარმომადგენლებთან.  შეხვედრების ფარგლებში  ავიარეისების, ერთობლივი ტურისტული მიმართულებების,    ტურიზმის აღდგენის დინამიკის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.


რიგის ტურისტულ გამოფენას 33 ქვეყნის 300-მდე კომპანია და ორგანიზაცია დაესწრო. Blttour 2023-ს 23ათასამდე  ვიზიტორი ჰყავდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930