გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხაიშში აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გახსნეს

27-07-2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფელ ხაიშში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მიერ გადაკეტილი გზის მონაკვეთზე მოძრაობა სრულად აღდგენილია.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას. გზები გახსნილია. როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხოდ გადაადგილება შესაძლებელია,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ალექსანდე ხოჯევანიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე გაჩერებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადს არეგულირებენ და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930