გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელის დაბადების დღეს ულოცავს

12-02-2023

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელის დაბადების დღეს ულოცავს.

"ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ დაბადების დღეს!

 

უფროსი თაობისგან გვსმენოდა, როგორ ელოდა მთელი საქართველო კვირიდან კვირამდე მიშა მესხის თამაშს, თამაშის დროს კი, მესხის მიერ ბურთის თითოეულ მიღებას, რადგან ყველამ იცოდა, რომ მას მოედანზე მარცხენა ფლანგიდან ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულის, გამორჩეული საფეხბურთო სილამაზის შექმნა შეეძლო. დღეს ეს განცდა, რომელიც ჩვენმა თაობამ მხოლოდ გადმოცემით იცოდა, ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი სიმძაფრით გაგვიცოცხლა და გვაჩუქა.

ხვიჩა საქართველოს და ქართულ ფეხბურთს სახელს უთქვამს მსოფლიო მასშტაბით და ამას ის განსაკუთრებული პატრიოტიზმით, საკუთარი ქვეყნის გამორჩეული სიყვარულით აკეთებს.

 

ხვიჩას ვუსურვებ უდიდეს წარმატებებს, რომლებსაც ის იმსახურებს როგორც გამორჩეული ფეხბურთელი და ასეთივე გამორჩეული ადამიანი!" - წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930