13-02-2023
აი ასე ხდება ხელოვნური ლიდერების გამოძერწვა და მერე მათი თავს მოხვევა ჩვენნაირი საზოგადოებისთვის, რომელსაც ორიენტირები აქვს არეული - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოებას.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ადრე სახდეპარტამენტმა დააჯილდოვა ლომჯარია, იმაზე უფრო ადრე აშშ-ს ელჩმა ქართველი ერის "ჩემპიონად" მონათლა.
„აი ასე ხდება ხელოვნური ლიდერების გამოძერწვა და მერე მათი თავს მოხვევა ჩვენნაირი საზოგადოებისთვის, რომელსაც ორიენტირები აქვს არეული. ადრე სახდეპარტამენტმა დააჯილდოვა ლომჯარია, იმაზე უფრო ადრე აშშ-ს ელჩმა ქართველი ერის "ჩემპიონად" მონათლა.
ეს ხრიკი მეტნაკლებად მუშაობდა 10-15 წლის წინათ. ეხლა კი მგონია რომ ჩვენმა საზოგადოებამ რაღაც რაღაცეები ისწავლა, გაიაზრა და მსგავს ბრჭყვიალა სატყუარებს აღარ გადაყლაპავს“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.
13-05-2026
| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||