გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის დასავლეთის პირადი ვენდეტა ბიძინა ივანიშვილის მიმართ - შურისძიება, რომ ივანიშვილმა როგორც ჩანს, კელი დეგნანთან საუბრისას, საქართველოთი არ ივაჭრა და ქვეყანა ომის ცეცხლში არ გახვია

16-02-2023

ევროპარტლამენტის რეზოლუციის ტექსტი მოულოდნელი არ ყოფილა ჩვენთვის, ჩვენთვის მოულოდნელი იყო თავად ევროპის მიერ ევროპული ღირებულებების განადგურება, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე.

 

„ევროპა დღეს ხარაკირს იკეთებს და ამით ხარობს მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. მიხეილ სააკაშვილი კი არა, თავად ეს რეზოლუციაა ლაკმუსის ტესტი ევროპისთვის, ქართველ ხალხში საბოლოო არჩევანის გასაკეთებლად. დიახ, ეს არის დასავლეთის პირადი ვენდეტა ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

 

შურისძიება იმისთვის, რომ ივანიშვილმა როგორც ჩანს, კელი დეგნანთან საუბრისას საქართველოთი არ ივაჭრა და ქვეყანა ომის ცეცხლში არ გახვია. ქართველი ხალხი ხედავს, თუ რაოდენ მძიმეა დასავლეთის ვენდეტა ბიძინა ივანიშვილზე და ხელისუფლებაზე. ჩვენ არ გვეშინია, რადგან ვიცავთ ყველა წესს ქვეყნისადმი ერთგულების, მორალის, ზნეობისა და სამართლიანობის პრინციპებისადმი. მართალია, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე, მაგრამ ამ ბრძოლაშიც საქართველო ღირსეულად გაიმარჯვებს“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031