გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბორჯომი Bavaria-ს ლუდის რიგით მეხუთე ფესტივალის მასპინძელია

27-07-2018

Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას აგრძელებს. რიგით მეხუთე ფესტივალის მასპინძელი ამჯერად ბორჯომია, სადაც 29 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალზე მისულ სტუმრებს უამრავი ცივი და ქაფქაფა ლუდი, პრიზები და სუპერ პრიზი ელოდება.
„თუ გსურს Bavaria უფრო კარგად გაიცნო, მაშინ 29 ივლისს მოდი ბორჯომის ძველ კინოთეატრთან და შეიგრძენი ნამდვილი ევროპული ლუდის გემო. ფესტივალზე თქვენ გელოდებათ ბევრი ლუდი, ცოცხალი მუსიკა, გართობა და ბევრი საჩუქარი. გაერთე და მოიგე მთავარი პრიზი და გაემგზავრე Bavaria-ს სამშობლოში - ჰოლანდიაში“, აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდმენეჯერი მიხეილ ქურდაძე.
29 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალი სტუმრებს, ბორჯომში 18:00 საათიდან, ძველ კინოთეატრთან დაელოდება. ფესტივალზე დასწრება და კონკურსში მონაწილეობა უფასოა!

Bavaria-ს რიგით მეექვსე ფესტივალი ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930