16-02-2023
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აშშ-ში მოქმედი კანონპროექტი გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვერსია“, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა ეკა სეფაშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.
„ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა აშშ-ში არსებულ კანონმდებლობასა და მოძრაობის მიერ წარმოდგენილ ვერსიას შორის არსებულ განსხვავებებზე ისაუბრა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დავაფუძნეთ აშშ-ის კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვერსია.
რამდენიმე მუხლს აღვნიშნავ, კერძოდ: აშშ-ის კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, თუ ვინმემ უცხოური წყაროდან მიღებული თანხებს დამალავს და შესაბამის ორგანოებს არ აცნობებს; ჩვენ შემთხვევაში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმა, რომელიც, რა თქმა უნდა, სოლიდურია (25 ათასი ლარი), მაგრამ ჯარიმაა და არა - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, იმ იურიდიულმა პირებმა, NGO-ებმა, თუ სხვა მედია საშუალებებმა, რომელთა დაფინანსების 20% -ზე მეტი არის უცხოური წყაროებიდან, მხოლოდ მაშინ უნდა შეავსონ ფინანსური დეკლარაცია, ისიც წელიწადში ერთხელ (ჩვენ არ ვითხოვთ თითოეული თეთრი აღრიცხონ, განსხვავებით აშშ-ის კანონმდებლობისაგან, სადაც ნებისმიერი თანხის აღრიცხვას ითხოვენ). ვთანამშრომლობთ იუსტიციის სამინისტროსთან და შესავსებად ძალიან მარტივი ფორმა იქნება. აშშ-ის კანონმდებლობა ყველა გაფორმებული კონტრაქტის ელექტრონულად ატვირთვას ითხოვს (გიული ალასანიას მიერ გაფორმებული კონტრაქტი, სადაც მითითებული იყო დამკვეთის მისამართი, სწორედ ამ კანონის თანახმად გავიგეთ; ასევე, რომ ისინი ნიუ-ორკში კიდევ ერთ საკმაოდ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ფლობდნენ). იმის ნახევარსაც არ ვითხოვთ, რამდენსაც - აშშ-ის კანონმდებლობა. ჩვენ ვითხოვთ, რომ იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც საზოგადოების აზრის ფორმირებაზე გავლენა აქვთ, უცხოური ძალებისგან მიღებული ფინანსური წყაროები გამჭვირვალე იყოს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||