გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისადმი

23-02-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა დაუდასტურა თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისადმი.


პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის შემდგომი დახმარების უზრუნველსაყოფად.


"დღეს შევხვდი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს და ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისადმი.


საქართველო მზად არის შემდგომი დახმარების უზრუნველსაყოფად.


ვრჩებით ქართულ-თურქული სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულნი, ყველა იმ სარგებლის გათვალისწინებით, რაც ამ პარტნიორობას მოაქვს ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონისთვის", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031