24-02-2023
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული მოქმედებებისა და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, თბილისში ოთხი პირი: 1994 წელს დაბადებული ბ.კ., 1985 წელს დაბადებული მ.ღ., 1986 წელს დაბადებული მ.მ. და 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს - 1982 წელს დაბადებულ დ.კ.-ს თბილისში, მდებარე ერთ-ერთ ბარში, ამავე ობიექტის თანამშრომლები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, შეკვეთისთვის შეუსაბამო თანხის გადახდას სთხოვდნენ, რაზეც დ.კ.-მ უარი განაცხადა. ამის გამო ბარის 4-მა წარმომადგენელმა მას ძალის გამოყენებით წაართვა თანხა და პირადი ნივთები.
სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობით ჩადენილ ძარცვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||