გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„გაზპრომში“ აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდება გაზარდა

27-02-2023

დღის მდგომარეობით, უკრაინის გავლით რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდება 39 მლნ კუბურ მეტრს შეადგენს. ამის შესახებ „გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა. მის კომენტარს „კომერსანტი“ ავრცელებს.


გამოცემის ინფორმაციით, გაზის მიწოდება სადგურ „სუჯას“ მეშვეობით განხორციელდება. 25 თებერვალს მიწოდებული გაზის მოცულობამ 38,1 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.


ტრანზიტი უკრაინის გავლით რუსეთიდან ევროპის ქვეყნებში გაზის მიწოდების ერთადერთ საშუალებად რჩება. გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მუშაობა სრულად შეჩერებულია

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930