გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ცოტა ხანში, მედიით გავრცელებული თუნდაც ერთი მსგავსი „ფეიკი“, რომ, იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას, ევროპელმა ელჩებმა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის ვალდებულების დოკუმენტს მოაწერეს ხელი, ძვირადღირებულ ფუფუნებად იქცევა

1-03-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ თითქოს, იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას, ევროპელმა ელჩებმა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის ვალდებულების მქონე დოკუმენტს მოაწერეს ხელი, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„სულ ცოტა ხანში, მედიით გავრცელებული თუნდაც ერთი მსგავსი „ფეიკი“, რომ, იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას, ევროპელმა ელჩებმა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის ვალდებულების მქონე დოკუმენტს მოაწერეს ხელი, პირველ ჯერზე გაფრთხილების საგანი, მეორე ჯერზე - დაჯარიმების, ხოლო სამგზის განმეორების შემთხვევაში - შესაძლოა ლიცენზიის შეჩერების საბაბი გახდეს. ის რომ ძვირადღირებულ ფუფუნებად იქცევა - ამის გარანტიის მიცემა შეგვიძლია…“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930