გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საბჭოს წევრი: ჩემს გაოცებას იწვევს ქართული მხარის სულისკვეთება და საქმისადმი თავდადება

1-03-2023

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები აქტიურად აკვირდებიან ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში.


როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საბჭოს წევრმა ფიონა სტივენსმა განაცხადა, გაოცებულია ქართული მხარის სულისკვეთებით და საქმისადმი თავდადებით.


"მსოფლიო ჩემპიონატი არ არის მხოლოდ კარგი ინფრასტრუქტურა, რომელიც უდაოდ შესანიშნავია ბაკურიანში, ჩემს გაოცებას იწვევს ქართული მხარის სულისკვეთება და საქმისადმი თავდადება, რომ ყველაფერი კარგად წარიმართოს. ძალიან მიხარია, რომ სათხილამურო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის ახალი, წარმატებული ადგილები ჩნდება და ბაკურიანი სწორედ ასეთი ადგილია. თქვენთან არის მშვენიერი თოვლი, თქვენ გაქვთ შემართება და ენერგია, რაც ერთად, საბოლოოდ ქმნის ამ დიდებულ წარმატებას" - განმარტავს ფიონა სტივენსი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031