გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრმა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა

3-03-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან ქალებს დედის დღე მიულოცეს.


ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ შეკრებილ 4 და მეტი შვილის დედებს წარმატებები უსურვა და საჩუქრები გადასცა.


მრავალშვილიანმა დედებმა თავდაცვის მინისტრისგან ყვავილების თაიგულები და სავაჭრო ცენტრის ძვირადღირებული სასაჩუქრე ვაუჩერები მიიღეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031