31-07-2018
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა «The Guardian»-ი აქვეყნებს სტატიას, სადაც ბოლო წლებში დაფიქსირებული ჰაერის მაღალი ტემპერატურის შესახებაა საუბარი.
სტატიის ავტორი თბილისზეც საუბრობს.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
"აგვისტოში, ტრადიციულად, თბილისელები, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ქალაქიდან აგარაკებზე მიდიან, რომლებიც ახლო-მახლო სოფლებშია განლაგებული. თუმცა დიდი სიცხეების გამო ხალხმა ქალაქგარეთ გასვლა ივლისიდან დაიწყო. თან ამას სმოგიც დაემატა და ამიტომ მოსახლეობა ქუჩაში ნაკლებად დადის.
შთაბეჭდილება ისეთია, რომ თბილისში წლითი-წლობით უფრო მაღალი სიცხეა, განსაკუთრებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ეს საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენაა. ქალაქის ხელისუფლება ცდილობს ჰაერის გაჭუჭყიანების დონე შეამციროს. აქცენტი გადატანილია ავტომობილების [ტექნიკურ] მდგომარეობის კონტროლზე. თუმცა, ზოგადად, სამწუხაროდ, კლიმატური პრობლემა პრიორეტეტული არ არის, რადგან ადამიანებს უფრო მეტად სხვა სადარდებელი აქვთ“-წერს ავტორი.
p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge
13-05-2026
| « ივნისი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | |||||