გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც ვიღაც აფინანსებს არასამთავრობოებს და შემდეგ ისინი ითხოვენ მთავრობის გადადგომას - ამაზე გვაქვს სათანადო დამოკიდებულება, მაგრამ, ყველაფერი დანარჩენი უნდა დადგინდეს სამართლებრივად

9-03-2023

„ჩვენი დამოკიდებულება არის ხისტი, მაგალითად „სირცხვილიას“ და „დროას“, ეკლესიის მაგინებლების დაფინანსების მიმართ, ასეთი ორგანიზაციების დაფინანსების მიმართ.“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

 

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არსებული დამოკიდებულების მიუხედავად, ყველაფერი უნდა დადგინდეს სამართლებრივად და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ვენეციის კომისიამ უნდა შეაფასოს.

 

„ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც ვიღაცა აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და შემდეგ ისინი ითხოვენ მთავრობის გადადგომას. ამასთან დაკავშირებით გვაქვს სათანადო დამოკიდებულება, მაგრამ, ყველაფერი დანარჩენი უნდა დადგინდეს სამართლებრივად, ვენეციის კომისიამ უნდა შეაფასოს, როგორია ეს დოკუმენტი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ჩვენ მიერ პირველი მოსმენით მიღებული დოკუმენტი არის არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930