გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩეველს შეხვდა

9-03-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩეველს ლუის ბონოს შეხვდა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩეველს ლუის ბონოს შეხვდა.


მთავრობის მეთაურმა ლუის ბონოს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას.  


საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა სფეროებში. 


მთავრობის მეთაურმა ლუის ბონოს  მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31