გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგა ხაინდრავა მერაბიშვილის განცხადებაზე: წაღმა - უკუღმა მედასავლეთეებო, მწყობრად! ორი გვამის მოსატანად! ბელადი გიწვევთ!

12-03-2023

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ მისი და მისი თანამოაზრეების მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა.


„ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა, – ვანო მერაბიშვილი აბა! წაღმა - უკუღმა მედასავლეთეებო, მწყობრად! ორი გვამის მოსატანად! ბელადი გიწვევთ!“, - წერს გოგა ხაინდრავა.


საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა, რომ აპირებენ დაიწყონ მასობრივი საპროტესტო აქციები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930