გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

12-03-2023

საქართველოს პროკურატურამ, ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მარტს, ბათუმში, ერთ-ერთი კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა.


მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 -ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930