გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი ვიოლა ფონ კრამონს: საკუთარ თვალში როდესაც დირეს ვერ ხედავთ, ხოლო სხვის თვალში ბეწვის დანახვას ცდილობთ, ეს არის თქვენი სამარცხვინო პოლიტიკის და მიდგომების მორიგი გამოვლინება

13-03-2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ფონ კრამონი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხს აფასებს.

 

მისი თქმით, ვიოლა ფონ კრამონის განცხადება სამარცხვინო პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა, ვინაიდან სწორედ ევროპარლამენტარმა დომინიკ ტარჩინსკიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, ევროპარლამენტის 100 დეპუტატი იყოს ჩართული კორუფციულ სკანდალში.

 

„ქალბატონო ვიოლა - საკუთარ თვალში როდესაც დირეს ვერ ხედავთ, ხოლო სხვის თვალში ბეწვის დანახვას ცდილობთ, ეს არის თქვენი სამარცხვინო პოლიტიკის და მიდგომების მორიგი გამოვლინება! არ გაგიგიათ საიდან მოვიდა კორუფციაში გახვეული ევროპარლამენტარი? თქვენმა კოლეგამ პირდაპირ თქვა ეს ყველაფერი!“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930