გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობაზე: ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ 5 000 ლარი გადაუხადეს თორნიკე შუკაკიძეს ან არ გიტყდებათ, ან სინდისი ნათხოვარი გაქვთ?

19-03-2023

სხვის ლექციაზე, რომ ასაღებ თავს სტუდენტად და თან ბოლოს გაგდებენ პანღურით, ცოტა უხერხულობას არ გიქმნით? - ამის შესახებ ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა, თანატოლის განზრახ დაზიანების გამო ნასამარლევმა თორნიკე შუკაკიძემ სცადა, რომელიც თსუ-ს სტუდენტი არ არის. არსებული ინფორმაციით, ის ლექციიდან თავად სტუდენტებმა გააძევეს.

 

„ან არ გიტყდებათ, ან სინდისი ნათხოვარი გაქვთ? სხვის ლექციაზე, რომ ასაღებ თავს სტუდენტად და თან ბოლოს გაგდებენ პანღურით, ცოტა უხერხულობას არ გიქმნით? თან ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ 5 000 ლარი გადაუხადეს ამ შუკაკიძეს, აი ამ თითლიბაზობაშიო... მდაა... ფილმ "დაბოლილებში" რომ მარიხუანას გამყიდველი, თავს სტუდენტად ასაღებს და 80 დოლარად ყველაფერზეა წამსვლელი, ისეა ამათი საქმე...“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031