გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს საერთაშორისო საზოგადოება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს! საქართველოს მთავრობა ზრუნავს თანასწორი გარემოს შესაქმნელად, სადაც საზოგადოების თითოეული წევრი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებას

21-03-2023

დღეს საერთაშორისო საზოგადოება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს! ამ დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პატივს სცემს თითოეული ადამიანის უფლებას, იცხოვროს და განვითარდეს თანასწორ და ღირსეულ გარემოში-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.


პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ზრუნავს თანასწორი გარემოს შესაქმნელად, სადაც საზოგადოების თითოეული წევრი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებას.


"დღეს საერთაშორისო საზოგადოება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს!


ამ დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პატივს სცემს თითოეული ადამიანის უფლებას, იცხოვროს და განვითარდეს თანასწორ და ღირსეულ გარემოში.


საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომ შექმნას განსაკუთრებული პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. საქართველოს მთავრობა ზრუნავს თანასწორი გარემოს შესაქმნელად, სადაც საზოგადოების თითოეული წევრი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებას.


სახელმწიფოს ვალია იზრუნოს დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებებზე, ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. მთავრობა ყოველთვის მხარს დაუჭერს, წაახალისებს და თავად ჩაუდგება სათავეში დაუნის სინდრომის მქონე პირთა ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარებისკენ მიმართულ ინიციატივებს",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031