გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხათუნა ბერიძემ „ქართული ოცნების“ წევრ გიორგი გიორგაძეს ხელი გაარტყა

28-03-2023

ბათუმის დრამატულ თეატრთან, სადაც „ქართული ოცნება“ პარტიულ კონფერენციას მართავს, ხმაური იყო.


შეხვედრის დაწყებამდე იქ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები Free Misha-ს წარწერიანი მაისურებითა და შეძახილებით მივიდნენ. მმართველი პარტიის წევრებმა მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხათუნა ბერიძემ „ქართული ოცნების“ წევრ გიორგი გიორგაძეს ხელი გაარტყა. ბერიძის მტკიცებით, მას გიორგაძემ შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც ხელის დარტყმით უპასუხა. თავის მხრივ, გიორგაძე აცხადებს, რომ ეს არის პროვოკაცია ნაცმოძრაობის მხრიდან.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930