გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორების სამედიცინო პერსონალის გადამზადების ახალი ეტაპი დაიწყო

5-08-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პერსონალის დასაქმების პროექტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, მედიკოსებისათვის ტრენინგების ახალი ციკლი დაიწყო.


ექიმებს გადამდები დაავადებების, დაზიანებების დოკუმენტირების და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე ოთხდღიანი სწავლება ჩაუტარდათ. აღნიშნული კურსი სამედიცინო პერსონალის გადამზადების პროცესის მეორე ეტაპია.


შინაგან საქმეთა სამინისტრო, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტს 2014 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანია დროებითი მოთავსების იზოლატორებში სათანადო პირობების შექმნით, იზოლატორების პერსონალისთვის ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზით ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930