გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: დღეს შედგა მისი კურთხევა, საქართველოში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ

31-03-2023

მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიურ ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პარლამენტის ტრიბუნაზე იდგა უმადური ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხს გადაუდგა!

 

მiსი თქმით, დღეს შედგა მისი კურთხევა, საქართველოში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ.

 

„მიუხედავად იმისა, რომ სხვა არჩევანი არ გვქონდა, მაინც ბოდიშს ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვისაც ვარწმუნებდი მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის! თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისში, სამტრედიაში, ბათუმში, ჩოხატაურში… სადაც ჩავედით და მის მხარდასაჭერად დარბაზები გადავჭედეთ…

ბოდიში! პარლამენტის ტრიბუნაზე იდგა აროგანტული, უსაფუძვლოდ ამპარტავანი, უმადური ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხს გადაუდგა! დღეს შედგა მისი კურთხევა, საქართველოში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ.

 

ქართველმა ხალხმა ის პრეზიდენტად აირჩია, უცხო ქვეყნების ძალებმა კი, ოპოზიციის ლიდერად დანიშნეს. აღიარებამაც არ დააყოვნა მქუხარე ტაში ნაცმოძრაობისგან და მადლობა გახარიასგან. ღალატსაც ვერ ვარქმევ… არის კი საქართველო მისი სამშობლო…?“- წერს ვატო შაქარიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930