3-04-2023
„ჩვენი ამოცანა იყო და არის, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ხორბლის წარმოებას. ამაზე განვაცხადეთ და კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგით; დაახლოებით 4 000-მდე ფერმერს ჩვენ დავუფინანსეთ შეღავათიანი აგროკრედიტის სახით საბრუნავი სახსრები და მივეცით სტიმული, რომ მარცვლოვანი კულტურების წარმოებაში ხელი შეგვეწყო“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლი მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2019 წელთან შედარებით, 2022 წლის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით, 50%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ნიშნავს, რომ 2022 წელს ქვეყანაში150 ათას ტონამდე ხორბალია წარმოებული.
„ამერიკელი ექსპერტები რამდენჯერმე იყვნენ ჩამოსულები; ველოდებით მათგან კონკრეტულ წინადადებებს. ისინი შეისწავლიან ხორბლის წარმოების მთლიან ღირებულებათა ჯაჭვს და, შესაბამისად, მოგვცემენ რეკომენდაციებს დარგის ხელშეწყობის მიმართულებით; ამის შემდგომ ჩვენ უკვე დამატებით ღონისძიებებსაც გავატარებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |