6-04-2023
იცით სად გადის თავხედობისა და ცინიზმის წყალგამყოფი თავისუფალ ქართველებსა და ლაქიებს შორის? დიახ, 9 აპრილზე - იმ დღეზე, რომელიც თავის ტრაგიკულობასთან ერთად, უდიდესი სიამაყისა და ზეიმის სიმბოლოა. სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა „დავითმა“ შიშველი ხელებით მონსტრი - „გოლიათი“ დაამარცხოს, თუნდაც პატარა ბიჭებისა და გოგონების, მათი მამებისა და ბებიების მსხვერპლის ფასად, მაგრამ კბილებამდე შეიარაღებული უზარმაზარი საბჭოთა მონსტრი დაამარცხოს, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, იმპერიალისტების იდეოლოგიური შთამომავლები და მემკვიდრეები აპირებენ, 9 აპრილს, საკუთარი მოღალატეობრივი და უსამშობლო პერფორმანსები გამართონ.
„დღეს კვლავ გვითენდება მორიგი 9 აპრილი. დღეს მორიგ მონსტრს, მორიგ იმპერიას - „გლობალური ომის პარტიის“ სახით - იმ 9 აპრილის, იმ დახოცილი ბავშვების, მამებისა და ბებიების მონაპოვრის ფეხქვეშ გათელვა სურს, და, ამ მიზნით, ქართველებისთვის ამ საკრალურ და წმინდა ადგილას, თავისი აგენტებისა და ლაქიების შაბაშის მოწყობა განიზრახეს.
იმ ლაქიების, რომლებსაც ყოველ წელს 9 აპრილის მემორიალზე აღმართული ჯვრის ჩამოხსნა სურთ, მაგრამ შიში ოხერია, ვერ ბედავენ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ 1989 წლის შემდგომ წლებში, 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე ყვავილებით ჯერ საბჭოთა, ხოლო შემდგომ რუსეთის ოფიცრები იკრიბებოდნენ და საქართველოს მომავალზე მიტინგებს მართავდნენ? 2023 წლის 9 აპრილს ამ იმპერიალისტების იდეოლოგიური შთამომავლები და მემკვიდრეები - ნეოიმპერიალისტებისა და ნეოკოლინიზატორების ლაქიები აპირებენ საკუთარი მოღალატეობრივი და უსამშობლო პერფორმანსების გამართვას. ეს სხვა არაფერია, თუ არა 1989 წლის 9 აპრილის დანატოვრის შებილწვა. ცალ ფეხზე და წაკუზულ მდგომარეობაში მყოფი ქართველი 9 აპრილს, ჩვენი თავისუფლებისა და ღირსების მემორიალთან, ჯერ არავის უნახავს“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||