გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე ფარულ აუდიოჩანაწერზე: დავიჯეროთ თავის დროზე, კელი დეგნანის ყოვლისმომცველ ყურადღებას გამორჩა ეს კრიმინალური აუდიოჩანაწერი?

10-04-2023

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ხელახლა გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს ეხმიანება, რომელიც ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბარს ასახავს, რომლის მიხედვითაც, გვარამია მოსამართლეს „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადადგომის სანაცვლოდ თანხას სთავაზობდა.


„დავიჯეროთ თავის დროზე, კელი დეგნანის ყოვლისმომცველ ყურადღებას გამორჩა ეს კრიმინალური აუდიოჩანაწერი? ცხადია არა! კონიუქტურა ის იყო, რომ "თავისუფლების მედროშე მედიამენეჯერი", სინამდვილეში კი, ვიშინსკის ერთგული მემკვიდრე, "რუსთავი 2"-ის მძარცველი "უმანკოა". შემდგომში, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეზე იყო საელჩოს ატაშეს ზეწოლა და ამერიკაში სემინარზე გამგზავრებიდან ჩახსნა. არც მიკვირს. თავად აშშ-ში, ამერიკელი კონსერვატორები დიდი ხანია ამბობენ - დიდი ტყუილია მემარცხენეების პროპაგანდა მრავალფეროვნებასა და თანასწორობაზე.“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031