გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ციფრული მარკეტინგი“-ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სასწავლო კურსი

22-04-2023

3-5 მაისს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კერძო სექტორის 100 წარმომადგენლისათვის სასწავლო კურსი „ციფრული მარკეტინგი“  ჩატარდება.  ტრენინგს  გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონსულტანტი, საერთაშორისო ტრენერი მონსერატ პენაროაია გამართავს. 

სამდღიანი კურსის მიზანია კერძო სექტორისთვის სერვისისა და გაყიდვების გაუმჯობესება დამატებითი ციფრული არხებით, ასევე ბრენდის პოპულარიზაცია და მომხმარებლებთან კავშირი  ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.  ტრენინგი სრულიად უსასყიდლოდ გაიმართება. რეგისტრაციის  ბოლო თარიღი  30  აპრილია.

 

სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

 

  • -SOSTAC მეთოდოლოგიის როლი ციფრულ მარკეტინგში, ტურიზმის ინდუსტრიის ტენდენციები

 

  • - ახალი ტურისტული ბაზრის სეგმენტები ციფრულ ინდუსტრიაში,
  • - კონკურენტის ანალიზის შექმნა და ორგანიზაციის ბენჩ მარკინგი, სვოტ ანალიზი,
  • -Google Analytics 4-ის მართვა,
  • - ორგანიზაციისთვის KPI-ის განსაზღვრა (მარკეტინგის შესრულების ძირითადი ინდიკატორები)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031