გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შეხვდი Bavaria-ს ლუდის ფესტივალს ზღვაზე ჩამავალი მზის ფონზე

10-08-2018


ბათუმი, ზღვა, გართობა, ლუდი და სიურპრიზები. 11 აგვისტოს, ბათუმი Bavaria-ს ლუდის რიგით მეექვსე ფესტივალს მასპინძლობს, სადაც ლუდისა და მუსიკის მოყვარულებს ნამდვილი ფერადი დღესასწაული ელოდება.

„თუ გიყვარს გართობა და სიურპრიზები, მაშინ ყველას ბათუმში გელოდებით. ტურისტული სეზონის პიკში, ლუდი Bavaria 11 აგვისტოს ყველას ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გიხმობთ, სადაც ცივ და ქაფქაფა ლუდთან ერთად, ფესტივალის მთავარ პრიზსაც დაგახვედრებთ, რომლის მფლობელიც ერთი იღბლიანი გახდება და სამოგზაუროდ ლუდის სამშობლოში გაემგზავრება“ - აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე.

Bavaria-ს ლუდის ფესტივალი ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე 18:00 საათიდან დაიწყება.

კარგი ლუდისა და მუსიკის ფონზე შეხვდი მზის ჩასვლას ზღვის სანაპიროზე და მოიგე ჰოლანდიაში მოგზაურობა!

ფესტივალზე დასწრება და კონკურსში მონაწილეობა უფასოა!

Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას აგრძელებს და ბათუმის შემდეგ მას უკვე ქალაქი გორი  უმასპინძლებს.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930