23-04-2023
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნატალია ხარატიშვილმა აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ახალი პირობები გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს გააცნო.
„აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სადაზღვევო პოლისის ღირებულების 70%-იანი თანადაფინანსება პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის, ვაზზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამაში შესული ცვლილებებითუკვე მევენახე ფერმერებიცმოსავლის დაზღვევას 50%ნაცვლად, 70%-იანი თანადაფინანსებით შეძლებენ. ფერმერებს მოვუწოდებ, დაიჭირონ თადარიგი და დააზღვიონ მოსავალი”, -განაცხადა ნატალია ხარატიშვილმა.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ რისკებს, როგორიცაა, სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. აღსანიშნავია, რომ საშემოდგომო ყინვა მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვისაა, 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.
პროგრამის ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, მარცვლეული კულტურის შემთხვევაში კი, 50 ჰექტარი. დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |