გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

23-04-2023

საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მდებარე ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი იყო მეორე ბრალდებულისათვის, რომელმაც მომხდარი დანაშაული არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.


სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები 23 აპრილს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე პირს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031