გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

28-04-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აჰმედ ებრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალ ნიუაიმს შეხვდნენ.


შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში. აღინიშნა, რომ საამიროები საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ითქვა, რომ 2023 წლის პირველი კვარტალში ზრდამ, 2019 წელთან შედარებით, 19.8 პროცენტი, ხოლო 2022 წელთან შედარებით 45.8 პროცენტი შეადგინა.


შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა დადებით დინამიკაზე პირდაპირი ფრენების მხრივ საქართველოსა და საამიროებს შორის, აგრეთვე წარმატებულ ურთიერთობებზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა ინვესტიციები, ორმხრივი ვაჭრობა და სხვა.


მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის უფრო მეტ დაახლოებას, მათ შორის, ტურიზმისა და ავიაციის სექტორების მიმართულებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031