გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების შედეგებზე: ამომრჩევლის პასუხი გაყალბებულ სოციოლოგიურ კვლევებზე

1-05-2023

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პარლამენტის, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების შედეგებს ეხმაურება.

 

კობახიძე აქვეყნებს ცესკო-ს წინასწარი შედეგების ცხრილს, სადაც ასახულია როგორც 2023 წლის, ისე 2021 წლის მაჩვენებლები. ორივე არჩევნებში “ქართული ოცნების” წარმომადგენლების გამარჯვების გარდა, ცხრილში ნაჩვენებია მიმდინარე წელს ჩატარებულ არჩევნებში, მმართველი პარტიის მომატებული ხმების რაოდენობა.

 

“ამომრჩევლის პასუხი გაყალბებულ სოციოლოგიურ კვლევებზე,” - წერს ირაკლი კობახიძე Facebook-ზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031