გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„გამოვლენილია უცხო ქვეყნებში მიმდინარე ტერორისტული აქტივობები, დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე“ - სუსი

6-05-2023

„გამოვლენილია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, დაკავებულია ერთი პირი“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 


სუს-ის ცნობით, ქართველმა სამართალდამცველებმა მოიპოვეს მასალები და მტკიცებულებები, აგრეთვე უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული მნიშვნელოვანი ობიექტების სატელიტური სურათები, რომლებზეც, სავარაუდოდ, თავდასხმა იგეგმებოდა. 


„სუს-ისა და ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული უწყებების მონაწილეობით, წარმოებული ოპერაციის შედეგად, გამოვლენილია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე. მოპოვებულია მასალები და მტკიცებულებები, რითაც იკვეთება უცხო ქვეყნებში მიმდინარე ტერორისტული აქტივობები“, - აცხადებენ სუს-ში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930