გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნარკოტიკებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დაბალანსებული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული

13-08-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული ჰუმანური პოლიტიკის მიზანი მოხმარების შემცირებაა.
მისივე თქმით, მუშაობა გრძელდება როგორც მარიხუანის, ასევე სხვა სახის ნარკოტიკებთან დაკავშირებით და დაბალანსებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
"ჩვენთვის მთავარია დაბალანსებული პოლიტიკის განხორციელება და ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, უნდა იყოს ჰუმანური პოლიტიკა, თუმცა, მეორე მხრივ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მიზნებს ვაღწევდეთ ჩვენ პოლიტიკით. უმთავრესი მიზანი, რა თქმა უნდა, არის მოხმარების შემცირება და ამაზე იქნება აგებული თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ.
მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება არის მიღებული მარიხუანას ნაწილში და აქ საჭიროა მკაცრი რეგლამენტაცია იმისათვის, რომ ვაკუუმი შეივსოს ამ მიმართულებით. ასევე, გრძელდება მუშაობა სხვა სახის ნარკოტიკებთან დაკავშირებით. იქაც იქნება დაბალანსებული გადაწყვეტილებები მიღებული. კიდევ ერთხელ, მიზანი არის, ერთი მხრივ, ჰუმანური პოლიტიკა, მეორეს მხრივ ის, რომ შემცირდეს საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება და ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ. საშემოდგომო სესიაზე აუცილებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930