გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტყიბულს კიდევ ერთი მინი სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცე შეემატა

11-05-2023

ტყიბულში, რუსთაველის ქუჩაზე  მინი სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო. განახლებული სპორტული ინფრასტრუქტურა  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა ბავშვებთან ერთად გახსნა.


პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 83700 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებში, მოეწყო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ფეხბურთის კარებები და გარე განათების სისტემა, მოედანი შემოისაზღვრა ბადე-პანელებით. მცირე ზომის სკვერში დაიგო ხელოვნური საფარი და განთავსდა ხის საქანელა სკამები.


აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები გრძელდება და  წელს მუნიციპალიტეტს კიდევ რამდენიმე ახალი ლოკაცია შეემატება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031