გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით იყო დადასტურებული, რომ იტალია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

11-05-2023

იტალიაში ყველა შეხვედრაზე იყო აბსოლუტური მხარდაჭერა ჩვენი ევროპული მისწრაფებისა და კანდიდატობის სტატუსის მიმართ,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.

 

როგორც შალვა პაპაშვილმა აღნიშნა, დღეს შეხვედრები გაიმართა სენატის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროპის საქმეთა მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან.

 

მისი თქმით, იტალია სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

 

,,მათი მხრიდან ხაზგასმით იყო დადასტურებული, რომ იტალია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. საუბარი გვქონდა პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე. ვფიქრობ, მიმდინარე წლის დეკემბერში გადაწყვეტილების მიღებისას იტალიის მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930