გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
25-წლამდე მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა

14-08-2018

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში, ე.წ. ზოოვეტის დასახლებაში უბედური შემთხვევა მოხდა. 25-წლამდე ასაკის მამაკაცი მრავალსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა. 
როგორც „ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცს საცხოვრებელი ბინის კარი ჩაეკეტა და მეოთხე სართულზე, საკუთარი ბინის აივანზე ჩასვლას თოკით მეხუთე სართულის მეზობლის აივნიდან ცდილობდა, რა დროსაც თოკი გაწყდა და სიმაღლიდან გადავარდა. 

"ინტერპრესნიუსი"

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31