გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: ლევან ბერძენიშვილის ცხოვრება არის სიტყვები, რომელიც მხოლოდ ყურს ესმის და ხშირად, მორალსა და ზნეობას სცდება

16-05-2023

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ლევან ბერძენიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.


ხუნდაძის თქმით, ლევან ბერძენიშვილი შეურაცხყოფს წარსულსაც და დღევანდელობასაც.


„ის შეურაცხყოფს წარსულსაც და დღევანდელობასაც, მაგრამ, მთავარია, დრო და ისტორია როგორ შეაფასებს ნამოქმედარს და არა - ენა, რომელსაც ძვალი არ აქვს და ნებისმიერი რამ შეუძლია თქვას. ლევან ბერძენიშვილის ცხოვრება არის სიტყვები, რომელიც მხოლოდ ყურს ესმის და ხშირად, მორალსა და ზნეობას სცდება. ბიძინა ივანიშვილის ცხოვრება კი არის კონკრეტული, გაკეთებული საქმეები, რომელსაც ხალხი ხედავს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930