გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში ერთი პირი დააკავეს

14-08-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1972 წელს დაბადებული ბ.მ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ბ.მ.-ს მიერ გაყიდული ერთი შეკვრა „ჰეროინი“. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის სათავსოს ჩხრეკისას კი 3 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31