გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაგა-ბაღში ძიძა რვა თვის ჩვილზე ძალადობს- სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა

14-08-2018

 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობს ბაგა-ბაღში  რვა თვის ჩვილზე ძიძა.  კადრები „ფესბუქის“  საშუალებით ჩვილის  მშობლებმა გაავრცელეს.

ბაგა-ბაღ „პირველი ნაბიჯის“ დირექტორის დიანა კიკნაძის განცხადებით, ჩვილის ახლობელმა  მას ბავშვზე ძალადობისათვის ფინანსური კომპენსაცია მოსთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა, შემდეგ კი მცირეწლოვანის მშობლებმა  ვიდეო „ფეისბუქზე“ გაავრცელეს.

„მივაწოდეთ მშობლებს ლაივის წვდომა, რომ ზომები მიეღოთ, მიემართათ პოლიციისთვის და ეჩივლათ. იყო იქ რაღაც ფინანსური შემოთავაზებები ბავშვის მამიდისგან, ითხოვდნენ ფინანსურ კომპენსაციას. მე ეს საჭიროდ არ ჩამითვლია, რადგან ბავშვი არ დაზიანებულა. ამის შემდეგ ჩვილის ახობლები აღარ გვეკონტაქტებოდნენ. მოულოდნელად კი შევიტყვეთ, რომ სოციალურ ქსელში ძალადობის ამსახველი  ვიდეო გავრცელდა“-განაცხადა ბაგა-ბაღის დირექტორმა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სმაინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით  დაიწყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930