გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
ხაჯინბამ „აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეზე“ პუტინი და მედვედევი მიიპატიჟა

15-08-2018

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ, „აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებებზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიიპატიჟა.


ამის შესახებ ხაჯინბამ საზოგადოებას რუსული გამოცემის, „იზვესტიასთვის“ მიცემული ინტერვიუდან ამცნო.


„აფხაზეთს ბევრი მეგობარი ჰყავს. გავუგზავნეთ მიწვევები იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებმაც ჩვენ გვაღიარეს - კერძოდ, პრეზიდენტ ვალდიმერ პუტინს, პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რიგ წარმომადგენლებს, ფედერაციის სუბიექტების მეთაურებს, რომლებიც აქტიურად ეხმარებიან აფხაზეთს“-განაცხადა ხაჯინბამ და აქვე სირიასთან სამომავლო ურთიერთობის შესახებაც გააკეთა კომენტარი.


„სირიის მხრიდან მიღებული აღიარებაც ჩვენი დიპლომატიური მუშაობის შედეგია. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ ძალისხმევას. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ სირიასთან ურთიერთობა კონკრეტული შინაარსი ჰქონდეს. პირველ რიგში ამისათვის, რასაკვირველია, სირიის ხელმძღვანელთან შეხვედრაა აუცილებელი. ამჟამად ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს“-განაცხადა ხაჯინბამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930