გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ სამხარაძე: ელენე ხოშტარიამ ალბათ ახალი გზა იპოვა რუსეთიდან ფული როგორ უნდა მიიღოს, შეიძლება თვითმფრინავს ამიტომ ხვდება, რომ კონვერტით ფული უნდა ჩამოუტანონ

19-05-2023

ელენე ხოშტარიამ ალბათ ახალი გზა იპოვა რუსეთიდან ფული როგორ უნდა მიიღოს და შეიძლება თვითმფრინავს ამიტომ ხვდება, რომ კონვერტით ფული უნდა ჩამოუტანონ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.


მისი თქმით, ხოშტარია ცდილობს რაღაცნაირად შენიღბოს, ვითომ ანტირუსულ კამპანიას აწარმოებს.


„ელენე ხოშტარიამ ალბათ ახალი გზა იპოვა რუსეთიდან ფული როგორ უნდა მიიღოს და შეიძლება თვითმფრინავს ამიტომ ხვდება, რომ კონვერტით ფული უნდა ჩამოუტანონ. გადარიცხვები იცით, რომ შეწყვეტილია რუსეთსა და საქართველოს შორის და მე მგონი ეს ახალი გზაა, ცდილობს, რომ რაღაცნაირად შენიღბოს, ვითომ ანტირუსულ კამპანიას აწარმოებს“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031