გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი საქართველოში სერბეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

19-05-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სერბეთის რესპუბლიკის ელჩს ტატიანა პანაიოტოვიჩ ცვეტკოვიჩს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ტატიანა პანაიოტოვიჩ ცვეტკოვიჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ელჩის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში საქართველო-სერბეთის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.


შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და სერბეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. ხაზი გაესვა, რომ საქართველო აფასებს სერბეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ. აღინიშნა, რომ საქართველო, თავის მხრივ, ინარჩუნებს მკაფიო პოზიციას სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სერბეთის რესპუბლიკის ელჩს ტატიანა პანაიოტოვიჩ ცვეტკოვიჩს შეხვდა.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ტატიანა პანაიოტოვიჩ ცვეტკოვიჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ელჩის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში საქართველო-სერბეთის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.


შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და სერბეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. ხაზი გაესვა, რომ საქართველო აფასებს სერბეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ. აღინიშნა, რომ საქართველო, თავის მხრივ, ინარჩუნებს მკაფიო პოზიციას სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031